მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო კონტე: “აზარი “ჩელსიში” ბედნიერია”

ანტონიო კონტე: “აზარი “ჩელსიში” ბედნიერია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “ბარსელონას” ედენ აზარით დაინტერესების შესახებ კომენტარს აკეთებს.

“ჩვენ ვცდილობთ ფეხბურთელები ვიყიდოთ და არა გავყიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდში ფეხბურთელების რაოდენობა ყოველთვის საჭიროზე ნაკლები იქნება და პრობლემები შეგვექმნება.

ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჭორებია და ედენ აზარი ჩვენთან თამაშით კმაყოფილია. ის ტრავმას მოიშუშებს და სეზონს ჩვენთან ერთად დაიწყებს.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Goal.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენში” გადასული ნეიმარის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ედენ აზარს მოიაზრებს, მაგრამ ბელგიელი პრიორიტეტულ სამიზნეებს შორის არ შედის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში