უსმან დემბელემ დღეს Gol-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ მის მთავარ ალტერნატივად სწორედ “ბორუსიას” შემტევი განიხილება.
“პრესას ვკითხულობ და ეს ყველაფერი ვიცი. ეს შესანიშნავი კლუბია, რომელშიც თამაში ყველას უნდა.”
“სასიამოვნოა, როცა შენს სახელს “ბარსას” სამიზნეთა სიაში ხედავ. ვნახოთ, რა მოხდება”.
რაც შეეხება ნეიმარის წასვლას პსჟ-ში, ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ “ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისი წასვლით გაკვირვებული ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ამისთვის საკმარისი მიზეზები ჰქონდა.”
