წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი, რომელსაც “ბარსელონაშიც” უთამაშია, კატალონიური კლუბიდან “პარი სენ-ჟერმენში” გადასულ ნეიმარს აკრიტიკებს.
ლინეკერმა თავის “ტვიტერზე” ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ოჰ, ნეიმარ. “ბარსელონადან” მხოლოდ ერთი მიმართულებით წასვლა შეიძლება და ესაა უკან.”



