“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” სავარაუდო გადასვლაზე საუბრობს.
“ყველამ იცის, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მსგავს კლუბებს ასეთი თანხის გადახდა შეუძლიათ. თუმცა, მეგონა, რომ ფინანსური ფეარ ფლეი იმისთვის შემოიღეს, რომ მსგავსი სიტუაცია არ შექმნილიყო. როგორც ჩანს, ეს უფრო რეკომენდაციაა, ვიდრე წესი. ეს არ მესმის. არ ვიცი, როგორ მოხდა ასეთი რამ. იმედი მაქვს, ეს გამონაკლისი იქნება და აღარ განმეორდება.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს The Telegraph.
ამჟამად არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ნეიმარი “ბარსელონას” დატოვებას აპირებს, “პარი სენ-ჟერნენმა” ფეხბურთელის 222 მილიონ ევროდ გამოსყიდვა სცადა, მაგრამ ლა ლიგამ ტრანსფერზე უარი განაცხადა.



