“ბარსელონამ” კლუბის სარეკლამო ბანერებიდან ნეიმარის “მოშორება” დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ნეიმარმა “ბარსელონას” კლუბის დატოვების სურვილი ამცნო და ცნობილი გახდა, რომ “პარი სენ-ჟერმენში” მისი გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, კატალონიელებმა იმ სარეკლამო ბანერების შეცვლა დაიწყეს, რომელზეც ნეიმარია გამოსახული.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთ სურათზე, რომელზეც ბანერების შეცვლის პროცესია ასახული, ნეიმარის ფორმიანი პატარა ბიჭი მოხვდა.
ამავე თემაზე: ბარსელონაში ნეიმარის რეკლამების ჩამოხსნა დაიწყეს
