მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნასერ ალ-ხელაიფი: “ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელია”

ნასერ ალ-ხელაიფი: “ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელია”

პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ხელაიფმა ინტერვიუ მაროკოულ ტელევიზიას, Medi 1 TV-ს მისცა შაბათს, საფრანგეთის სუპერ თასის შეხვედრამდე, თუმცა იგი დღეს გასაჯაროვდა. კითხვაზე გახდებოდა თუ არა ნეიმარი პსჟ-ს ფეხბურთელი, მან უპასუხა: “მე არაფრის წინასწარმეტყველება არ შემიძლია. ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელია და ჩვენ პატივს ვცემთ კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებს. ახლა მასზე საუბარი და ტრანსფერის ალბათობის პროცენტებით შეფასება არ მსურს, ვიმედოვნებ მასზე საუბრის საშუალება სხვა დროსაც მომეცემა…”

ცხადია, ხელაიფმა არ დამალა პსჟ-ს ინტერესი ბრაზილიელი ვარსკვლავის მიმართ. “ნეიმარი მსოფლიო კლასის მოთამაშეა, მაგრამ იგი ახლა “ბარსელონას” ფეხბურთელია. ვარსკვლავის გაფორმება მხოლოდ სახელის და რეპუტაციის გამო კი არა, მის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის გამო გვსურს. მისი მსგავსი ფეხბუთელები კლუბის რეპუტაციას ზრდიან და მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევენ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში