დუგლასმა შესაძლოა დატოვოს “ბარსელონა”. გასულ სეზონში იგი განათხოვრებული იყო ხიხონის “სპორტინგში”, ახლა კი ერნესტო ვალვერდეს ფეხბურთელი აღარ სჭირდება.
პორტუგალიური მედიის მიხედვით, დუგლასი შეიძლება გადავიდეს “ბენფიკაში”, რომელსაც ბრაზილიელის შესაძენად ეცილება ასევე პორტუგალიური კლუბი “სპორტინგი”.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გადაიხდის თუ არა “ბენფიკა” დუგლასში 5 მილიონ ევროს.



