workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” ხელმძღვანელობა მესის ჯარიმას გაასაჩივრებს

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა მესის ჯარიმას გაასაჩივრებს

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ გაასაჩივროს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელი მესის ჯარიმასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ”რასინგთან” თამაშში გოლის გატანის შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა დედას დაბადების დღე ორიგინალურად მიუოლოცა. მას ”ბარსელონას” ფორმის  შიგნით მაისური ეცვა შემდეგი წარწერით: ”Feliz Cumple Mami” (დაბადების დღეს გილოცავ, დედა). გოლის გატანის შემდეგ მესიმ კლუბის ფორმა აიწია და წარწერიანი მაისური საზოგადოებას აჩვენა. ეს ჟესტი ფრიად სასიამოვნო იყო გულშემატკივრებისა და ფოტოგრაფებისთვის, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლანურმა კომიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ საჯარიმო სანქციები გაატარა და ”ბარსას” ფორვარდს ჯარიმის სახით 2,000 ევროს გადახდა დააკისრა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშის მთავარმა არბიტრმა მესის ქმედება არ მიიჩნია წესების დარღვევად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში