მაიამიში გამართული “ელ კლასიკოს” წინ, “ბარსელონასა” და “რეალის” პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის დროს, პრეზიდენტებმა კლუბის მაისურები გაცვალეს. გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ჟოზეპ მარია ბართომეუს სამეფო კლუბის ვერცხლის ემბლემა გადასცა.
შეხვედრას “მაიამი დოლფინსის” მესაკუთრე სტივენ როსიც ესწრებოდა, რომელმაც პრეზიდენტებს თავისი კლუბის სიმბოლიკიანი მუზარადი გადასცა.
