კატალონიის “ბარსელონას” ბელგიელი ცენტრალური მცველი, თომას ვერმალენი “ვესტ ბრომვიჩის” ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Sky Sports.
ინგლისური კლუბი 31 წლის ბელგიელი ფეხბურთელისადმი დიდ ინტერესს იჩენს და მისი შეძენა სურს. ჯერჯერობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ ვერმალენი “ბარსელონას” 2014 წელს “არსენალიდან” შეუერთდა, ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
