ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის, ანდერ ერერას შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა, თუ კატალონიელები მის შეძენას ნამდვილად გადაწყვეტენ, მათ ამისთვის ბრძოლა მოუწევთ: “წითელი ეშმაკები” ერერას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ. ამ ინფორმაციას Express ავრცელებს.
ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა 12 თვეში ეწურება, მაგრამ “ბარსელონამ” შესაძლოა მისი გადმობირება ამ ზაფხულსვე სცადოს.
თავად “მანჩესტერის” მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ერერა მომავალ სეზონში მისი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება და მის გაშვებას არ აპირებს.
ჯერჯერობით სატრანსფერო თანხა არ დასახელებულა და ამ თემაზე კომენტარი არც კატალონიელებს და არც თავად ანდერ ერერას არ გაუკეთებიათ.



