“ბარსელონა” “მონაკოს” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენას ცდილობს.
Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიელები 18 წლის ფორვარდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. “ბარსა” ნეიმარის შემცვლელზე მუშაობს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ახლოსაა.
შეხვედრაზე გაირკვა, რომ ფრანგი “რეალში” გადასვლას არ დათანხმდა და მზადაა მხოლოდ იმ კლუბში გადავიდეს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას მისცემს.
