არშავინი: ”ჩვენი ბრალია, რომ ”ბარსას” ვუპირისპირდებით”

არშავინი: ”ჩვენი ბრალია, რომ ”ბარსას” ვუპირისპირდებით”

”არსენალის” ნახევარმცველმა, ანდრეი არშავინმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ მატჩზე, რომელიც ”მეთოფეებმა” დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კატალონიის ”ბარსელონას” წინააღმდეგ უნდა გამართონ.

ჯერ-ჯერობით ამ თემაზე არ ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ”ბარსასთან” მატჩებს გასულ წელთან შედარებით განსხვავებული შედეგი ექნებათ. სხვაგვარად, რას ვაკეთებდით ჩვენ აქამდე? რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენ უფრო ადვილი მეტოქეც შეიძლებოდა შეგვხვედროდა, თუმცა დამნაშავეები თვითონ ჩვენ ვართ – ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა გავსულიყავით. მაგრამ, ჩვენ ვერ მოვიგეთ ბრაგაში, სადაც გამარჯვება აუცილებელი იყო.” – განაცხადა არშავინმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ”არსენალსა” და კატალონიის ”ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედ-ფინალური შეხვედრა ინგლისის დედაქალაქში 16 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა ”კამპ ნოუზე” 8 მარტს არის დაგეგმილი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია