მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზე მოურინიო: „ბარსელონას“ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს“

ჟოზე მოურინიო: „ბარსელონას“ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს“

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ (0:1), კომენტარი გააკეთა.

“კარგი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, წინასასეზონო შეხვედრებში ეს საჭიროა. ქომაგებს საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა სურთ. მატჩი 1:0 დასრულდა, მაგრამ სიტუაცია შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო, რადგან გუნდებმა უამრავი მომენტი შექმნეს. დაცვაში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არაა.

“ბარსელონას” ჰყავს მესი, ნეიმარი, პიკე, სუარესი და ინიესტა, ხოლო “რეალს” – რონალდუ, ბეილი და კროოსი. იმ გუნდთა წინააღმდეგ თამაში, სადაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, ყველაფერის გაკეთებას ვერ შეძლებ. მათთან დაპირისპირება მხოლოდ ტაქტიკის დახმარებითაა შესაძლებელი. ფეხბურთში ეს შესაძლებელია, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ – ფანტასტიკაა.”-ამბობს მოურინიო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • lado-barca
    schedule 27 ივლ 2017, 16:43

    ახლა გაიგო რო ბარსა საუკეთესოა

  • Cule Is Always Elegant
    schedule 27 ივლ 2017, 12:34

    ციტატა: Guro messi
    როგორც იქნა კარგი თქვა ბარსაზე მაგრამ რეალიც რომ არ ჩაეკვეხებინა არ შეიძლებოდა


    რეალთანაც მოუწია თამაში და მაგიტო

  • Guro messi
    schedule 27 ივლ 2017, 11:44

    როგორც იქნა კარგი თქვა ბარსაზე მაგრამ რეალიც რომ არ ჩაეკვეხებინა არ შეიძლებოდა