“მეცის” ნახევარმცველი, ისმაილა სარი კარიერას “რენში” გააგრძელებს. 19 წლის ფეხბურთელმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ფასი 17 მილიონ ევროს შეადგენს. სარით “ბარსელონა” ინტერესდებოდა, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა თქვა, ის ჯერ გრანდში ასპარეზობისტვის მზად არ არის.
2016/17 წლების სეზონში, სარმა საფრანგეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.



