“ლივერპულის” შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს აცნობა, რომ მას ინგლისური კლუბის დატოვება და “ბარსელონაში” გადასვლა სურს. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა კლუბზე ზეწოლა დაიწყო, რათა მერსისაიდელები მის “ბარსელონაში” გადასვლას დასთანხმდნენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” და კოუტინიომ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს.
