“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ დაადასტურა, რომ მის პარტნიორებს ნეიმარის დარჩენა სურთ.
“გადაწყვეტილება პირადად ნეიმარზეა დამოკიდებული. პიკემ თქვა ის, რასაც მთელი გუნდი ფიქრობს და გრძნობს. თითოეული ჩვენგანი ესაუბრა ბრაზილიელს, რადგან მისი დარჩენა გვსურს.”-ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Tuttomercatoweb.
როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენის” დაუგეგმავ პრეს-კონფერენციაზე ნეიმარის ტრანსფერის საკითხი განხილვის მთავარი საკითხი არ ყოფილა.
