workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: ”ფული მთავარი არ არის, მე ”ბარსაში” დარჩენა მსურს”

აბიდალი: ”ფული მთავარი არ არის, მე ”ბარსაში” დარჩენა მსურს”

კატალონიის ”ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ ახლოსაა ”ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.

ხუთშაბათს იგეგმება აბიდალისა და კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრა. როგორც მოსალოდნელია მხარეები შეთანხმებას იოლად მიაღწევენ. აბიდალის სურვილია ”ბარსელონაში” 2015 წლის ივნისამდე ითამაშოს.

”ფული მე არ მაინტერესებს, ჩემი სურვილია გავაგრძელო ”ბარსელონაში” ასპარეზობა. უნდა ვაღიარო, რომ თავდაპირველად მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან კარგი ურთიერთგაგება არ მქონდა, რის გამოც ყოფილ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ჩემი ტრანსფერზე დაყენებაც ვთხოვე. ახლა ყველაფერი წესრიგშია” – განაცხადა აბიდალმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში