მესი დააჯარიმეს

მესი დააჯარიმეს

”რასინგთან” თამაშში გოლის გატანის შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა დედას დაბადების დღე ორიგინალურად მიუოლოცა.მას ”ბარსელონას” ფორმის  შიგნით მაისური ეცვა შემდეგი წარწერით: ”Feliz Cumple Mami” (დაბადების დღეს გილოცავ, დედა). გოლის გატანის შემდეგ მესიმ კლუბის ფორმა აიწია და წარწერიანი მაისური საზოგადოებას აჩვენა. ეს ჟესტი ფრიად სასიამოვნო იყო გულშემატკივრებისა და ფოტოგრაფებისთვის, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლანურმა კომიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 2,000-დან 3,000 ევრომდე დააჯარიმა და მას ყვითელი ბარათიც მისცა. შეგახსენებთ, რომ ”რასინგთან” მატჩში მესიმ გოლი 11 მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. თამაშის არბიტრმა ყურადღება არ მიაქცის ლიონელის საქციელს და მისთვის ყვითელი ბარათი არ უჩვენებია, რაც ფედერაციის 91,1 მუხლის აშკარა უგულვებელყოფა იყო. მიმდინარე სეზონში ეს ლიონელ მესის მეორე ყვითელი ბარათია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია