workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

ხვალ “ბარსელონას” საკუთარ “კამპ ნოუზე” “სამეფო თასის” 1/2 ფინალური მატჩი ელის “ალმერიას” წინააღმდეგ, ამ მატჩზე პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

“ძალიან რთული კვირა გველოდება, ჯერ 1/2 ფინალურ მატჩი და შემდეგ “ერკულესი”, რომელიც სახლში დიდ ძალაას წარმოადგენს. ჩვენ პირველ რიგში კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ “ალმერიასთან” მატჩზე და შემდეგ უნდა ვიფიქროთ “ლა ლიგაზე”, ამ ორ ტურნირის გაერთიანება არ შეიძლება. ჩვენ “ალმერია” “ლა ლიგაში” 0:8 დავამარცხეთ გასვლაზე, მაგრამ ეს ნამდვილად არაფერს ნიშნავს, რადგანაც “ალმერია” განსაკუთრებით თასზე არის ძლიერი, მათ 6 მატჩში იმარჯვეს, სტატისტიკაც ამას გვიდასტურებს”.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რათა მოვახერხოთ გამარჯვება და არასდროს დავივიწყებთ ჩვენს ფილოსოფიას, მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, რომ მოვიდეს თამაშზე და დაგვიჭიროს მხარი, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან ერთად ჩვენ ყოველთვის უფრო და უფრო ძლიერები ვართ. რაც შეეხება პუიოლს და ალვეშს, პუიოლი ჯერ კიდევ არ არის მზად ხოლო ბრაზილიელი დაუბრუნდა ვარჯიშს, თუკი იგი შეძლებს თამაშს რა თქმა უნდა მას მოედანზე გავიყვან”.

დასასრულს გვარდიოლამ ჩავიზე ისაუბრა, ერნანდესი დღეს 31 წლის გახდა. “იგი დიდებული ფეხბურთელია,ნამდვილი ლეგენდა და ნამდვილი ლიდერია. მისი სული და გული “ბარსელონაშია” , ამიტომაც არავის გაუკვრიდეს კარიერის დასრულების შემდეგ მისი გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნება”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში