სუბისარეტა:” გვსურს, რომ ალვეში დარჩეს”

სუბისარეტა:” გვსურს, რომ ალვეში დარჩეს”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ მას სურს ბრაზილიელი მცველის დანიელ ალვესის “ბარსელონაში” დარჩენა. მისი თქმით, გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა ალვეში დარჩეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დანიელ ალვესი ტრავმირებულია და სულ მალე გამოჯანმრთელდება:

ჩვენ გვსურს, რომ დანიელ ალვესი “ბარსელონაში” დარჩეს. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვიცი, რომ მას დარჩენა სურს და ჩვენც ეს გვინდა, მაგრამ ჩვენ ამისათვის აუცილებლად კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ. ჩვენ ამ საქმისთვის, საკმაოდ ოპტიმისრურად ვართ განწყობილნი, თუმცა ჩვენ ცოტა რეალურებიც უნდა ვიყოთ, ეს ხომ ფეხბურთია,” დაასრულა ესპანეთის ნაკრებისადა კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ.

ცნობისთვის სუბის “ბარსელონას” მაისურით 301 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ესპანეთის ნაკრების კარი მან 126 მატჩში დაიცვა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია