როგორც იცით, გუშინ, თბილისის დროით 23:00 საათზე, გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის შეხვედრა, რომელშიც კატალონიის “ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამ დაპირისპირების შემდეგ, მოწინააღმდეგის მთავარმა მწვრთნელმა, მიგელ ანხელ პორტუგალმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში “ბარსელონა” უპირატესობას ფლობდა.
“ბევრი საუბრობს იმაზე, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირებაში შანსზე ლაპარაკი არ შეიძლება. მათ დაგვჯაბნეს ყველა გზით და გაიმარჯვეს დამსახურებულად, ამიტომ სხვადასხვა მიზეზები საჭირო არ არის. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ მათი პირველი გოლი შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობიდან იყოს გატანილი. იმისათვის, რომ “ბარსელონა” მთელი თამაშის განმავლობაში არ ფლობდეს უპირატესობას, საჭიროა პრესინგი და ბურთის ხშირად ართმევა. არ უნდა დაელოდო თამაშის გართულებას და უნდა შეზღუდო მოწინააღმდეგე. ამ ყველაფრისათვის საჭიროა საწინააღმეგო მოქმედებები”-განაცხადა მიგელ ანხელ პორტუგალმა “MARCA”-სთან ინტერვიუში.

პორტუგალი:”ბარსელონასთან” შეხვედრაში შანსზე საუბარი არ შეიძლება”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.