Marca-ს ინფორმაციით, “ბაიერნის” მარჯვენა მცველი, ჯოშუა კიმიხი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.
კატალონიელებმა 22 წლის გერმანელი სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც “არსენალის” ესპანელ მცველთან, ჰექტორ ბელერინთან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ასევე კლუბის ინტერესთა სფეროში შედიან ჯიბრილ სიდიბე (“მონაკო”), ნელსონ სემედუ (“ბენფიკა”), ალვარო ოდრიოსოლა (“რეალ სოსიედადი”) და ჟოაუ კანსელუ (“ვალენსია”).
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ”, შესაძლოა, უახლოეს დროში ამ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს.