“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ “ბარსელონას” იმედი კვლავ გაუცრუა.
მარკომ პარიზულ კლუბში წინასასეზონო სამედიცინო შემოწმება გაიარა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერატი გუნდს არ შეუერთდებოდა, რითაც საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონებზე ზეწოლას მოახდენდა და “ბარსელონაში” ტრანსფერისკენ ნაბიჯს გადადგამდა.
როგორც ჩანს, ყველა ვარაუდს ბოლო მოეღო. ლეივინ კურზავას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ 24 წლის ფეხბურთელი იტალიაში იმყოფება. ვერატი კლუბის ხელმძღვანელობის მოლაპარაკების გამართვაში დარწმუნებას ეცდება თუ სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდება, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
