მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” სებალიოსის პასუხს ელის

“რეალი” სებალიოსის პასუხს ელის

AS გვამცნობს, რომ მადრიდის “რეალმა” დანი სებალიოსს ულტიმატუმი წაუყენა.

წყაროს ინფორმაციით, დღეს დილით “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებმა ფეხბურთელსა და მის გარემოცვას აცნობეს, რომ ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მათ 24 საათი აქვთ.

თუ “რეალი” აღნიშნულ დროში პასუხს არ მიიღებს, “სამეფო კლუბი” თავის წინადადებას გააუქმებს. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელის გაფორმების ერთადერთი კანდიდატი “ბარსელონა” იქნება, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებითაა დაინტერესებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში