“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ტელიომ, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ბეტისს” შეუერთდა, ანდალუსიური კლუბის ნახევარმცველს, დანიელ სებალიოსს კატალონიურ გრანდში გადასვლა ურჩია.
როგორც იცით, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელით მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” არიან დაიტერესებულნი.
“სებალიოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მას “ბარსელონაში” გადასვლას ვურჩევ. კატალონიურ კლუბში მას წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე “რეალში”.-ციტირებს ტელიოს სიტყვებს Cope.
