მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “მესის ყველაზე დიდ სიამოვნებას “რეალთან” თამაში ანიჭებს”

გვარდიოლა: “მესის ყველაზე დიდ სიამოვნებას “რეალთან” თამაში ანიჭებს”

ბელფასტის საქველმოქმედო ღონისძიებაზე “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მესი მსოფლიოში საუკეთესოა. ის სამყაროს ჯადოსნური ჯოხით მოევლინა. არგენტინელს თითოეულ მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეუძლია. ლეოს თავისი ინსტიქტებით შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ძალუძს. ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებმა ეს კარგად იციან.

მესი განსაკუთრებულია, რადგან მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ლეო მრავალფუნქციური ინტელიგენტია, მაგრამ მისი უპირატესობა კონკურენტუნარიანობაში მდგომარეობს.

პარტნიორებს ესმით, რომ როცა მესი ირგვლივაა მასზე დაყრდნობა შეიძლება. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი გავლენა გუნდზე. ეს კოლექტივს ამშვიდებს და თამაშისგან სიამოვნების მიღებაში ეხმარება. თანაგუნდელებმა იციან, რომ არგენტინელს თავისი გადაცემით ან დარტყმით მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

მესი ყველაზე მეტად ფეხბურთით მაშინ ტკბება, როცა ფინალში თამაშობს ან მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ გამოდის.“-განაცხადა პეპმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში