Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” მცველი, ჟერემი მატიე “სპორტინგსა” და “ბელენენსეშს” შორის გასამართ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს, რის შემდეგაც ლისაბონელები 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
როგორც იცით, ფრანგი ამჟამად პორტუგალიური კლუბის სავარჯიშო ბაზაზე სინჯებს გადის.
მატიეს მოქმედი ხელშეკრულება “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულში იწურება. 2014 წლის შემდეგ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის მაისურით ჟერემიმ 91 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.



