გუშინ დაიწერა, რომ “ბარსელონამ” სერჟი რობერტოს ტრანსფერის თაობაზე ერთ-ერთი ევროპული გრანდისგან მიღებული 35 მილიონიანი წინადადება უარყო. El Mundo Deportivo-ს ცნობებით, ესპანელი ფეხბურთელის გაფორმება “მანჩესტერ სიტის” სურდა.
ადრე დაიწერა, რომ “ბარსელონა” კლუბის აკადემიის მიერ აღზრდილ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. რობერტოს მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდეა ვადაში.
გასულ სეზონში 25 წლის მოთამაშემ ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
