workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანჩესტერ სიტი ალვეშს 9,5 მილიონს სთავაზობს

მანჩესტერ სიტი ალვეშს 9,5 მილიონს სთავაზობს

კატალონიური “სპორტი” იუწყება, რომ “მანჩესტერ სიტიმ” შეთავაზება გაუკეთა, არა კლუბს არამედ პირდაპირ ფეხბურთელს, რომელიც თუ დათანხმდება ამ შემოთავაზებას ექნება 9,5 მილიონი წელიწადში.  რეალურად ეს ხელფასი ამჟამად მესის ანაზღაურებაზე მეტია. ლეოს 9 მილიონი ევრო აქვს წლიური ანაზღაურება კლუბისგან, პრემიების გაუთვალისწინებლივ. 
“ცისფრები” კი თვითონ კლუბს 26 მილიონ ევროს სთავაზობენ დანიელ ალვესის სანაცვლოდ, რომელიც ნამდვილად ცოტაა ამ ფეხბურთელისადმი, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დღეს – დღეობით ერთ –ერთ საუკეთსო მცველად ითვლება მსოფლიოში. გაუყვება თუ არა დანი ალვესი იაია ტურეს გზას ჯერ ჯერობით ცნობილი არ არის. მაგრამ კოტ’იუარელის შემთხვევა სულ სხვაგვარად იყო. კლუბმა თვითონ აიძულა და გაყიდა ეს ფეხბურთელი პრემიერ – ლიგაში, მას არ ჰქონია პრეტენზია ანაზღაურებასთან, დანი ალვესისგან განსხვავებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში