Marca-ს ინფორმაციით, “რეალი” დარწმუნებულია, რომ “ბეტისის” ნახევარმცველი, დანიელ სებალიოსი ზაფხულში “სამეფო კლუბს” შეუერთდება და არა “ბარსელონას”.
ფეხბურთელი დაფიქრების შემდეგ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ესპანელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” სათამაშო პრაქტიკის გარანტიას აძლევენ: ჭორების მიხედვით, ნახევარმცველს ხამეს როდრიგესის წუთები ერგება, რომელსაც “რეალი” სავარაუდოდ, გუნდიდან გაუშვებს.
აღსანიშნავია, რომ მადრიდული კლუბის მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ამერიკაში წაყვანა სურს.
