მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “კაზემირომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა”

ბუსკეტსი: “კაზემირომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველებზე ისაუბრა.

“მსოფლიოში ბევრი ძლიერი ნახევარმცველია და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური თამაშის სტილი აქვს. ორი ერთნაირი ფეხბურთელი არ არსებობს, მაგრამ თავის პოზიციაზე კაზემიროს გამოვარჩევდი.

“ვილიარეალის” ფეხბურთელმა, ბრუნომ კარგი სეზონი ჩაატარა. “ჩელსის” შემადგენლობაში კანტე და მატიჩიც შესანიშნავები იყვნენ. აღსანიშნავია ანდერ ერერას გამოსვლაც.

ასეთი დონის მოთამაშეებზე დიდი მოთხოვნაა, ყველაფერი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.”-განაცხადა ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში