ცოტა არ იყოს უცნაურია ჟერემი მატიეს “სპორტინგის” სავარჯიშო ბაზაზე ხილვა. გამოცდილი მოთამაშე, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი აქვს, ლისაბონში სინჯებს გადის, თითქოს ის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელია.
ჟერემი მატიე ოფიციალურად “ბარსელონას” ეკუთვნის, მაგრამ ორშაბათს მან “სპორტინგთან” ერთად ვარჯიში დაიწყო. ეს კურიოზული სიტუაცია აიხსნება ჟორჟე ჟესუსის მუშაობის უცნაური მეთოდით. მას თავდაპირველად ფრანგზე დაკვირვება სურს, რის შემდეგაც ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
გამოცემა Sport გვიზიარებს მეორე მოსაზრებასაც. “სპორტინგი” მატიეს ვარჯიშის ფოტოების გავრცელებით “ბარსელონაზე” ზეწოლას ახდენს. კლუბი ფრანგის სანაცვლოდ 1.5-2 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ლისაბონელები მის უფასოდ გაფორმებას ცდილობენ. მხარეები კვლავ მოლაპარაკებას აწარმოებენ. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, თუ სადამდე მიგვიყვანს ეს “თამაში”.



