“ბარსელონას” ჰონდურასის ნაკრების თავდამსხმელის, ენტონი ლოსანოს შეძენა სურს. ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, იტყობინება AS.
ფეხბურთელის უფლებები ჰონდურასულ “ოლიმპიას” ეკუთვნის. გასული ორი სეზონი 24 წლის შემტევმა ესპანურ “ტენერიფეში” გაატარა, სადაც სეგუნდა დივიზიონის 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა.

