ინგლისის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის კლუბის, “ოლდჰემ ატლეტიკის” 22 წლის ინგლისელი მცველი, რაიან მაკლაფლინი “ბარსელონაში” “გადავიდა”.
ამაზე თავად ფეხბურთელმა გაავრცელა ინფორმაცია Twitter-ის საშუალებით. მან ფოტო განათავსა და დაწერა: “ახალი ეტაპი. მადლობა გამამხნევებელი სიტყვებისთვის, რომლებიც დამეხმარება დავიწყო მუშაობა ისეთ დიდ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”.

თუმცა, შემდეგ ნათელი გახდა, რომ მაკლაფლინმა უბრალოდ იხუმრა. მისი “კამპ ნოუზე” ვიზიტი მეგობრებთან ერთად ბარსელონაში ექსკურსიის ფარგლებში შედგა.
