ესპანეთში ადასტურებენ, რომ “ბარსელონა” მზადაა “რეალს” დანიელ სებალიოსისთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს.
Marca-ს ინფორმაციით, “ბეტისის” ვიცე-პრეზიდენტს, ლორენცო სერა ფერერს სურს, რომ 20 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს შეუერთდეს.
თავის დროზე, ფერერი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” წვრთნიდა და როგორც ჩანს, მან კლუბისადმი სიმპათიები შეინარჩუნა. ამ დამოკიდებულებამ კრისტიან ტელიოს “ბეტისში” გადასვლაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
