მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალის” ერთ-ერთი სამიზნე “ბარსელონაში” გადასვლის წინააღმდეგი არაა

“რეალის” ერთ-ერთი სამიზნე “ბარსელონაში” გადასვლის წინააღმდეგი არაა

ლისაბონის “სპორტინგის” ვინგერმა, ჟელსონ მარტინშმა “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი გამოთქვა.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ 22 წლის ფეხბურთელი დიდი ხანი იმყოფებოდა მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში. თუმცა, “სამეფო კლუბს” დღემდე არ დაუწყია ახალგაზრდა მოთამაშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, პორტუგალიელმა უკვე შეატყობინა თავის აგენტს, რომ მზადაა სხვა კლუბების შემოთავაზებებიც განიხილოს, მათ შორის მადრიდელების მთავარი მეტოქის – “ბარსელონასიც”.

გასულ სეზონში მარტინშმა “სპორტინგის” მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 14 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში