მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ვერატის ალტერნატივას “ბაიერნში” მიაგნო

“ბარსელონამ” ვერატის ალტერნატივას “ბაიერნში” მიაგნო

“ბარსელონა” აგრძელებს მარკო ვერატის იაფი ალტერნატიული ვარიანტების ძიებას.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, თუ “ლურჯ-ბროწეულისფერები” “პარი სენ-ჟერმენთან” ვერატის ტრანსფერს ვერ შეათანხმებენ, მაშინ კატალონიელები მიუნხენის “ბაიერნის” 22 წლის ნახევარმცველის, ჯოშუა კიმიხის შეძენას შეეცდებიან, რომლის სატრანსფერო თანხაც დაახლოებით 40 მილიონი ევროა. იმის გათვალისწინებით, რომ თავად გერმანელი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო რჩება, მისი “კამპ ნოუზე” გადასვლა სრულად რეალური შეიძლება გახდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში