მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “ჩელსის” ბონუჩისთვის ბრძოლაში ამარცხებს

“ბარსელონა” “ჩელსის” ბონუჩისთვის ბრძოლაში ამარცხებს

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mirror იტყობინება, “იუვენტუსის” მცველი, ლეონარდო ბონუჩი ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელისთვის “ბარსელონა” და “ჩელსი” იბრძვიან. აღინიშნება, რომ ამ ტრანსფერისთვის ბრძოლაში კატალონიური კლუბი ლიდერობს, რადგან თავად იტალიელი იმედოვნებს “კამპ ნოუზე” გადასვლას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბონუჩით მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.

თავად ფეხბურთელი ყველანაირ ჭორს უარყოფს და “იუვენტუსის” გულშემატკივრებს არწმუნებს, რომ შემდეგ სეზონში სერია A-ში რჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში