Express-ის ინფორმაციით, ზაფხულში, “ბარსელონას” ორმა სატრანსფერო სამიზნემ კატალონიურ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველით, ანხელ დი მარიათი იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ არგენტინელმა, რომელიც თავის დროზე “რეალის” ღირსებას იცავდა, “ბლანკოსის” კონკურენტი უარით გაისტუმრა.
აგრეთვე, “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “ატლეტიკოს” ნახევარმცველს, საულ ნიგესს იწვევდა, მაგრამ 22 წლის ესპანელმა მადრიდულ კლუბთან 9-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სხვადასხვა ქვეყნის მედია საშუალებები გვარწმუნებენ, რომ მოცემულ მომენტში “ბარსელონას” ხელმძღვანელობა იტალიელი მარკო ვერატის ტრანსფერზეა კონცენტრირებული. 30 ივნისს კლუბმა ჟერარ დეულოფეუს დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
