მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ბარსელონაში” ადაპტაცია გამიჭირდა”

ნეიმარი: “ბარსელონაში” ადაპტაცია გამიჭირდა”

ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდმა, ნეიმარმა ტელეპროგრამა Caldeirao-სთან ინტერვიუში კატალონიურ კლუბში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.

“ბარსელონაში” ადაპტაცია მარტივი სულაც არ იყო. ყველაზე რთული პირველი თვე აღმოჩნდა, როცა იქ გადავბარგდი. წარმოუდგენელი იყო! გასახდელში შევაბიჯე და ლეო მესის ვხედავდი, მის გვერდით კი ჩავის, ინიესტასა და პიკეს. ადრე მათ ვიდეოთამაშებში ვირჩევდი, ერთ დღესაც კი ამ ფეხბურთელების ნაწილი გავხდი.

დასაწყისში მე, ახალბედას, მათთან საუბარი გამიჭირდა. ისინი ჩემი იდეალები, კუმირები იყვნენ.”-ამბობს ნეიმარი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში