“ბარსელონას” თავდამსხმელმა, მუნირ ელ ჰადადიმ “ზენიტში” გადასვლაზე უარი თქვა.
სანკტ-პეტერბუგრის კლუბი 21 წლის ფეხბურთელს ფინანსურად მომგებიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, მაგრამ რუსეთში წასვლას ესპანელმა (რომელიც სამომავლოდ მაროკოს ნაკრების ღირსებას დაიცავს) ოჯახთან ახლოს ყოფნა და ბევრად უფრო სტაბილური პროექტი ამჯობინა.
ადრე დაიწერა, რომ “ბარსელონა” მუნირის “ზენიტში” 20 მილიონ ევროდ გაყიდვისთვის მზად იყო. 2016/17 წლების სეზონი ელ ჰადადიმ “ვალენსიაში” არენდის წესით გაატარა. “ღამურების” რიგებში მან 34 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
