ესპანური Sport-ის თანახმად, ნეიმარი დღეს უფრო იაფი ღირს, ვიდრე ხვალ ეღირება. დიდი ალბათობით, პირველი ივლისიდან ფეხბურთელის ღირებულება ყველა მისით დაინტერესებული კლუბისთვის საკმაოდ ბევრი იქნება. ეს ყველაფერი იმ კონტრაქტის გათვალისწინებით მოხდება, რომელსაც მხარეება ხელი მარტში მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრაზილიელი შემტევის ფასის ცვლილების პირველი შემთხვევა არაა. თავდაპირველად მისი ღირებულება 190 მილიონ ევროს შეადგენდა, გასულ სეზონში 200 მილიონამდე გაიზარდა, ხვალიდან კი 222 მილიონი გახდება. ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით ბოლო 3 სეზონში – 2018/19, 2019/20 და 2020/21-ში მის მსურველებს 250 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისით მარტის შემდეგაც საკმაოდ ბევრი კლუბი დაინტერესდა, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი დანებდა.
