“ბეტისის” ნახევარმცველი, დანიელ სებალიოსი “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა, იტყობინება Mundo Deportivo.
20 წლის ფეხბურთელით მადრიდის “რეალიცაა” დაინტერესებული, რომელსაც სურს, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. “სამეფო კლუბი” სებალიოსს გაიფორმებს, მაგრამ 1-წლიანი არენდით “ბეტისში” დატოვებს.
“ბეტისის” პრეზიდენტმა, ანხელ არომ განაცხადა, რომ სებალიოსით დაინტერესებულ კლუბებს 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ნაკლებ თანხას კლუბი არ დასჯერდება.
