კატალონიის “ბარსელონა” ხიხონის “სპორტინგის” 21-წლამდელთა გუნდის მცველითაა დაინტერესებუბლი და ესპანურ პრესის თანახმად ხორხე მერესთვის ბრძოლაშიც ჩაებმება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბლაუგრანა” მოიხიბლა ფეხბურთელის მიერ ლა ლიგის 21-წლამდელთა ჩემპიონატში გასულ სეზონში ნაჩვენები მაღალი დონის თამაშით და მზადაა მისი გამოსასყიდი თანხა – 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.
20 წლის ფეხბურთელმა გასულ 2 სეზონში 56 მატჩი ჩაატარა ლა ლიგიდან გავარდნამდე, რამაც მისი ღირებულების 2-ჯერ შემცირება გამოიწვია და 30 მილიონი ევროდან 15 მილიონ ევრო გახდა.
ფეხბურთელს ასევე უკავშირებენ “ბეტისს”, “ვალენსიას”, “სამპდორიასა” და “ფიორენტინას”. ასევე პრესის ინფორმაციით, რობერტ ფერნანდესი მცველს რამდენჯერმე დააკვირდა.
შეგახსენებთ, რომ კლუბის მთავარი ცენტრალური მცველები სამუელ უმტიტი და პიკე არიან. გარდა იმისა, რომ მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას მარლონიც დაიცავს, კლუბი ფიქრობს ვერმალენისა და ჟერემი მატიეს ბედზე.



