მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საული: “ატლეტიკოს” არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ”

საული: “ატლეტიკოს” არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ”

მართალია ახლო წარსულში საულ ნიგესმა სხვა გუნდში გადასვლა არ გამორიცხა, მაგრამ Marca-სთან ინტერვიუში ფეხბურთელმა სავარაუდო ტრანსფერი კატეგორიულად უარყო. თავის მხრივ, “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

“ჩემი მომავალი? ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. კლუბს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ. “ატლეტიკოში” ყველაფერი მომწონს და ბედნიერი ვარ. ამ გუნდთან ვალში ვარ.”-ციტირებს საულის სიტყვებს Marca.

ადრე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” მარკო ვერატის ალტერნატივად სწორედ საულ ნიგესს მოიაზრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში