“ბარსელონას” ფეხბურთელის, კრისტიან ტელიოს აგენტმა, ხოსე მარია ორობიტგმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა რუსული კლუბები უარით გაისტუმრა.
“ზენიტს” ტელიოზე უარი არ უთქვამს. თავად კრისტიანმა არ მოინდომა პეტერბურგში გადაბარგება. მან ესპანეთში დარჩენა და ლა ლიგაში ასპარეზობა აირჩია, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩემპიონატისგან განსხვავდება.
აგრეთვე, კრისტიანმა მოსკოვის “სპარტაკსაც” უარი უთხრა.“-ციტირებს ორობიტგის სიტყვებს რუსული მედია.
ჯერჯერობით, 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ბეტისია”. ბოლო ორი სეზონი კრისტიანმა “პორტუსა” და “ფიორენტინას” შემადგენლობაში ჩაატარა.
