აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელების შენარჩუნების მიზნით, “ბარსელონამ” მატეუ მორეას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. ახალგაზრდა მოთამაშე “ბაიერნს” მიუახლოვდა.
ერიკ გარსიასა და ჟორდი მბულას წასვლამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კატალონიური კლუბი შეწუხებულია იმით, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები კარიერული განვითარების მიზნით “კამპ ნოუს” ტოვებენ.
მორეას არჩევანი დაეფუძნება განვითარების შესაძლებლობას და არა მომგებიან წინადადებას. ახლო მომავალში ფეხბურთელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალთან დაკავშირებით.
