A Bola იტყობინება, რომ კვირის ბოლომდე “ბარსელონამ” ჟერემი მატიესთან კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს. ფრანგი მცველის ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან მომდევნო სეზონში იწურება.
მოსალოდნელია, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მატიე ლისაბონის “სპორტინგთან” 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მედია წერს, რომ “ბარსელონამ” მატიესადმი ნდობა “იუვენტუსთან” გამართული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ დაკარგა და მცველი კლუბის გეგმებში არ შედის.
