“არსენალის” მცველს, ექტორ ბელერინს გუნდის დატოვება სურს. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 22 წლის ესპანელმა ლონდონიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მისით “ბარსაა” დაინტერესებული.
კატალონიაში დაბრუნება ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ბელერინი “არსენალს” მომდევნო კვირაში შეხვდება და ხელმძღვანელობას მის გაშვებაში დაარწმუნებს.
